რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) შესაძლებელია, რომ ხელისუფლებისთვის, უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კონსტანტინე ჩოკორაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას" არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა, პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის ნებას.

"შესაძლებელია, რომ ხელისუფლებისთვის, უმჯობესი იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარება, რადგან რაც დრო გავა, უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს. „ქართული ოცნება" მისი მმართველობის მეორე ციკლს ამთავრებს უკვე და მისი რეიტინგი დაბლა დაწევისკენ მიდის," - განაცხადა კონსტანტინე ჩოკორაიამ "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×