რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს წარმატებას უსურვებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები.

ბურჯანაძის თქმით, ამას საერთაშორისო დამკვირვებლებიც აღიარებენ.

"ასეთი არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის ნაყიდ საპრეზიდენტო სავარძელში ყოფნისგან ღმერთმა დამიფაროს. ასეთი რამ რომ მდომობდა, თავის დროზე როგორმე მოვახერხებდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" პრობლემების მოგვარებას და სკამის შენარჩუნებას და ივანიშვილთანაც მოვახერხებდი საერთო ენის გამოძებნას. ნამდვილად არ მშურს სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობის. მე ნამვდილად ვერ ავიტანდი იმას, რომ ვიღაცას ჩემი სურათები ჩამოეხსნა და ჩემი გვარის თავზე ბიძინა ივანიშვილის სურათი დაეხატა",-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×