რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) მეხუთე კლასის სახელმძღვანელოს „ჩვენი საქართველო" მეორე ნაწილში წერია, რომ ენგურჰესი სვანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

"საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს. ენგურჰესის კაშხალის სიმაღლე 271 მეტრია", - აღნიშნულია სახელმძღვანელოში.

ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა. ფეისბუქის მომხმარებლები ფაქტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, სახელმძღვანელოები ხელახლა დაიბეჭდება.

„ჩვენთვის ამ უზუსტობის შესახებ ცნობილია. წიგნები ხელახლა დაიბეჭდება და ახალ სახელმძღვანელოშებში ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება", - უთხრეს "პირველს" სამინისტროში.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აგრეგატები კი ოკუპირებული გალის რაიონშია განთავსებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×