რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე მამრობითი სქესის 16-დან 60 წლამდე რუსეთის მოქალაქეებს შესვლა აუკრძალა.

სასაზღვრო სამსახურის უფროსის, პეტრე ციკიგალის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელებისთვის და „უპირველეს ყოვლისა რუსებისთვის" შესვლის სტანდარტი გაამკაცრეს.

უკრაინულ გამოცემებში აცხადებენ, რომ ქვეყანაში რუსეთი მოქალაქეებს შეუშვებენ, თუ ისინი „გასვენებაში ან სხვა რაიმე ჰუმანიტარული მიზნისთვის მოდიან".

სიტუაცია უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაძაბა.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი და 24 მეზღვაური დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა.

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×