რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის განცხადებით, სოფელში, სადაც ის ცხოვრობს დავით აღმაშენებელს უწოდებენ.

"გეტყვით რა იყო სინამდვილეში. ჩემს გარეშე მივიდნენ პიროვნებები სალოცავში. იცით, ალბათ, ნიგვზიანში პატარა საფრთხილო საქმეა სალოცავი და მე რომ ვერ დამინახეს, ერთმა იკითხა - დავით აღმაშენებელი სადააო. ვინაა, კაცო, დავით აღმაშენებელი - ჰკითხეს მისულებმა. ვინაა და ბესიკ ტაბიძეო.

ამის მერე დაიწყო ამაზე საუბარი. არავითარი პრეტენზია არ მაქვს მეფობაზე. ის იყო უდიდესი ქართველი მეფე და მას თავს როგორ შევადარებ?! ღმერთმა დამიცვას. რაღაცები მეც მაქვს გაკეთებული, მშენებლობები ნიგვზიანში და ამ 4 წელიწადში კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ და დავითის სახელი "რაცხა ნამეტანია". ბესიკ აღმაშენებელი იყოს, თუ ასე უნდა ხალხს,"- განაცხადა ბესიკ ტაბიძემ "პრაიმ ტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×