რეზონანსი
30.11.2018

 (რეზონანსი) "დიდი სირცხვილი დაგვემართა", - ამის შესახებ განცხადებას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი აკეთებს, რითაც არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით რუსული ფული შემოდის საქართველოში და ეს ყოველივე უნდა შევცვალოთ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გვაქვს უფლება თქვენი თითოეული ხმა არ დაიცვას ოპოზიციამ. ხელისუფლებამ იცის რომ 1 მილიონი ადამიანი ღმუის უკან და ეს ჩვენ ვართ, ოპოზიცია.

ქალბატონი, რომლის ხმა არ ისმოდა პრეზიდენტად აირჩიეს,ყველფერი გვაკადრეს, სირცხვილია. ჩვენ ყველანი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური აზრის ადამიანები გავერთიანდით და 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა დასაცავი გაგვიხდა. დღეს რუსეთი ზეიმობს, რუსული ტელევიზიები ზეიმობენ ისეთი ქალბატონი დაგვისვა ოლიგარქმა", - განაცხადა ჩარკვიანმა გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×