რეზონანსი
30.11.2018

 კვირას, 2 დეკემბერს დაგეგმილ აქციას "დემოკრატიული მოძრაობა" არ შეურთდება. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ აქციას არ უერთდებიან, თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მხარს უჭერენ. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის შეფასებით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები საჭიროა.

"სწორედ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას არჩევანი “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ჰქონდა. არჩევნებზე ზოგი ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მისული, ზოგი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ”, - ამბობს ბურჯანაძე.

ვადამდელი არჩევნები​ს, პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე რუსთაველზე მშვიდობიან აქციას გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×