რეზონანსი
30.11.2018

 „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის ეთერში  შემდეგი განცხადება გააკეთა: "ზუსტად ვიცი, კვირის აქცია იქნება მარტივი ტესტი, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი გაცილებით მზაკვრულადაა ჩაფიქრებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

პირდაპირ გეუბნებით, პარტია, რომელსაც 780 000 მხარდამჭერი და ამომრჩეველი ჰყავს, დღეს, ფილარმონიაში არ უნდა იკრიბებოდეს. მთავარი ტესტი ზუსტად ეს არის. 780 000-დან თავისუფლად უნდა შეგეძლოს, ფილარმონიის 2 300-კაციან დარბაზში კი არ შეხვიდე, არამედ გამოხვიდე და აგერ, სტადიონი გაავსო, სადაც 70 000 კაცი დადგება. თუ

ეს 780 000 ადამიანი რეალურად არსებობს, ვინც მათ მხარი დაუჭირა, მაშინ, ქუჩაში 100 000-მდე ადამიანი უნდა გამოიყვანონ, მაგრამ მოვა კვირა და ნახავთ, რომ მობილიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გაკეთებული და 10 000 ადამიანის შეკრებაც კი გაუჭირდებათ“, – განაცხადა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×