სალომე ზურაბიშვილის უახლოესი მეგობარი ნათელა მაჭავარიანი ამბობს, რომ სალომე იშვიათი დედაა, ნამდვილი დედა როგორიც უნდა იყოს ზუსტად ისეთი! სხვათა შორის, მკაცრიცაა, იმიტომაც ჰყავს ასეთი არაჩვეულებრივი შვილები!
"მკაცრში იმას კი არ ვგულისხმობ, შვილებს მათრახით დასდევდეს, უბრალოდ, ყოველთვის სწორ შენიშვნებს აძლევს... ვგიჟდები ორივეზე, მე და თეიმურაზი ვმეგობრობთ კიდეც...
საზოგადოებამ მასზე არც კი იცის რამდენად კარგი მზარეულია. საოცარ ქართულ კერძებს ამზადებს - საცივს, ხაჭაპურს, მწვადს... ყველაფერი ეხერხება... აღდგომას უგემრიელეს პასკებსაც აცხობს, ისეთს, ბევრი სპეციალისტიც რომ ვერ გააკეთებს. ძალიან უყვარს სტუმრები, მათი გამასპინძლება... გამასპინძლების გარეშე სახლიდან არავის უშვებს...
ძალიან უყვარს სახლის დალაგება და წესრიგი, სულ მოწესრიგებულია! ძალიან უყვარს და უხდება", - "კვირის პალიტრას" ნათელა მაჭავარიანმა.