რეზონანსი
30.11.2018

 “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ჯერ ვერ აკონტროლებს შეუერთდებიან თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

“მაგრამ, ნების გამოხატვა, მათ შორის მშვიდობიანი გზით, ეს არის ერთ-ერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი, ამაზე ვიმსჯელებთ ხვალ პოლიტსაბჭოზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არასოდეს არ შევიტანთ წვლილს არცერთ ისეთ ქმედებაში, რომელიც გამოიწვევს დესტაბილიზაციას. ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ვის მიერაც არ უნდა იყოს ინიცირებული.

მესმის, რომ ასეთი არჩევნების მიმართ არსებობს ნიჰილიზმი, მაგრამ მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, რომ ამის თესვა პრინციპულად არასწორად მიმაჩნია”, – განაცხადა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×