რეზონანსი
29.11.2018

 ტელეკომპანია "ევრონიუსმა" საქართველოს ახალ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობა სურს, ამისთვის კი 6 წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

„პრეზიდენტს პირდაპირი პოლიტიკური და აღმასრულებელი ძალაუფლება ნაკლებად ექნება, მაგრამ როგორც პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება გავლენა, ასევე ექნება წარმომადგენლობითი ძალაუფლება ქვეყნის გარეთ, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში. როგორც ყოფილ ევროპელ, ფრანგ დიპლომატს, ჩემი გამოცდილებით და კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან, ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – აღნიშნა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა.

"ევრონიუსის" ჟურნალისტმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, მოუტანს თუ არა ქვეყანას რაიმე განსხვავებულს პრეზიდენტად ქალის არჩევა, კონკურენტ მამაკაცებთან შედარებით, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა, რაც საქართველოს მსოფლიოში მნიშვნელობას შესძენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×