რეზონანსი
29.11.2018

 დეპუტატი შალვა ოგბაიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი მომხრეებისა და ოპოზიციისადმი მიმართვა-მოწოდებას ეხმიანება.

“ახლა ის საერთაშორისო მაწანწალა მოუწოდებს ვაშაძის მომხრეებს, რომ მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყონ. უფრო მეტიც, პოლიციას და ჯარს მოუწოდებს ბუნტისკენ.

მოდი გავშიფროთ ეს ნათქვამი: ეს არის სახელმწიფო გადატრიალებისკენ და სამოქალაქო ომისკენ მოწოდება და სხვა არაფერი. ე.ი. ჩვენ მუდმივად ერთმანეთს სამოქალაქო ომში უნდა ვიწვევდეთ ყოველი არჩევნების შემდეგ.

არჩევნები ჭადრაკი არ არის ყაიმით დამთავრდეს. ერთი აგებს და მეორე იგებს, და ის მეორე შემდეგ არჩევნებამდე თმენის ვალდებულებით უნდა აღიჭურვოს ისევ და ისევ თავისი თანამოქალაქეების არჩევანის პატივისცემის გამო. ამას დემოკრატიასაც უწოდებენ ხანდახან. მაგრამ ეჭვი მეპარება იმ მართლაც სერიოზულად დაავადებულმა ეს გაიგოს", – აცხადებს ოგბაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×