რეზონანსი
29.11.2018

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას.

ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რაც თქვენთვის ასე ძვირფასია და რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

ვიმედოვნებ შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×