რეზონანსი
29.11.2018

 (რეზონანსი) ლისის ტბაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შეგედად წლინახევრის ბავში დაიღუპა. უბედური შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.

აი, რას წერენ ოჯახის ახლობლები, რომელსაც "მშობლები" ავრცელებს:

"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბავშვის მამა შვილებს ასეირნებდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც პატარა გოგო მართავდა. გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადაჯეგა ყველაფერი, რაც გზად შეხვდა და 1.5 წლის ანგელოზივით ბავშვი, ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა შეიწირა.

ისეთი მძიმე მოსაყოლია დეტალები, რაც იქ მოხდა, რომ ვერც კი დავწერ აქ. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ამ ოჯახში, მთელი ოჯახი განადგურებულია"

"ჩემს საუკეთესო მეგობარს დღეს სიმწრით სავსე დღე გაუთენდა. ორი დღის წინ მათი სახლი სიხარულით იყო სავსე. ორი დღის წინ მზის მაგივრად ტასუნას ხატულა თვალები ანათებდა. ორი დღის წინ ლისის ტბაზე და-ძმასთან ერთად სეირნობდა, როცა დაუდევარმა მძღოლმა სამუდამოდ გაიმეტა"

"მაპატიეთ, რომ თქვენს გვერდით არ ვარ, მაპატიეთ, რომ ეს ანგელოზი ვერც კი გავიცანი ისე გაგვიფრინდა. ლანას უმცროსი გოგონა გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა, დაუდევარი მძღოლის გამო, მამის და და-ძმის თვალწინ".

"არასდროს არ დაგივიწყებ ტასუნა" - ეს ბავშვის მამის სიტყვებია, რომელმაც ტასუნას ფოტო გაავრცელა ფეისბუქზე.

ფაქტზე დაკავებულია მანქანის მძღოლი - 18 წლის გოგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×