რეზონანსი
29.11.2018

 (რეზონანსი) ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

„მაზდას" მარკის ავტომობილი ბეტონის ღობეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი - 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×