რეზონანსი
29.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნება" არ იზიარებს ოპოზიციის შეფასებას, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მასობრივი მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა მმართველ გუნდში არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები იყო.

"ცალკეული შემთხვევები შეიძლება, იყო კიდევაც, რამაც არანაირი გავლენა არ იქონია საერთო შედეგზე. მე არ ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია ადამიანი, რომელიც მოქმედებს კანონის მიღმა. ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში პროვოცირებულიც იყო გარკვეული არასწორი მოქმედებები და მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ "ქართული ოცნების" მომხრე გამოდის და იარაღს ისვრის ჰაერში იმისთვის, რათა მოწინააღმდეგე დააშინოს და თან "ქართული ოცნების" დროშას აფრიალებს,"- განაცხდა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზებას საარჩევნო უბნებთან, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ "კაი გოგოები და კაი ბიჭები" გვერდით ყველა შტაბმა უნდა დაიყენოს.

„ჩემი აზრით, ყველა შტაბი უნდა ეცადოს, რომ კაი ბიჭები და კაი გოგოები დაიყენოს გვერდში. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ იმიტომ, რომ სწორედ კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის და არა - ცუდები," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×