რეზონანსი
29.11.2018

 ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს. ნათელაშვილი განმარტავს, რომ არჩევნები გაყალბდა, წინასაარჩევნო პერიოდში კი ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვა მოხდა. ნათელშვილის თქმით, ამ ფონზე მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს. 

“ეს შედეგი მოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას დაშვებულმა შეცდომამ. ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ ვაშაძე ქარიზმატული ლიდერის როლს ვერ გაქაჩავს და ის ჩაქრება კრიტიკულ ეტაპზე. ეს შედეგი მოიტანა იმან, რომ მათ მხარი არ დამიჭირეს და ფაქტიბრივად ქვეყანა ოლიგარქს დაუტოვეს. ჩემი არჩევა 24 საათში დაამთავრებდა ოლიგარქიულ რეჟიმს”, – ამბობს ნათელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×