(რეზონანსი) Salome Zourabichvili - გილოცავთ ხახვებით, კარტოფილით, 15 ლარით და ძველი ბიჭებით მოგებულ არჩევნებს - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომლითაც ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
ტელეწამყვანის კიდევ ერთი პოსტი თუ რას ფიქრობს ის საკუთარი ქვეყნის 1147627 მოქალაქეზე:
"ქვეყანა კოტრდება მიზანმიმართულად და მხოლოდ იმიტომ რომ მოქალაქის ფასი, დავიდეს კარტოფილამდე და ხახვამდე. ესაა რეალობა. 2020 ში რა შეიცვლება? 1 წელიწადში და ერთ თვეში ხალხის მორალური ჯებირი ამაღლდება, თუ სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება გაიზრდება? დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი. 2020 -ში ან, ვარიგებთ მეტ კარტოფილს, (ანუ ახალი ფულიანი ბიძა გვინდა) ან, გამოვდივართ ქუჩაში.
მესამე ძალას ვინც ელოდებით დროა თეთრი ზეწრებით მოიხვიოთ და მერვე სართულიდან გადმოხტეთ," - წერს ჟორჟოლიანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.
ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 780633.