რეზონანსი
29.11.2018

 (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. გარკვეულწილად, ჩვენთვის ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც იქნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის საკმაოდ თამამი ადამიანია, მე როგორც ვიცნობ და მისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია, გარკვეულწილად, ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა ჩვენთვის. ეს არ იქნება იგივე ტიპის კინკლაობა, რაც იყო მარგველაშვილის შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მეტ აგრესიას უნდა ველოდეთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება",- განაცხადა ხუხაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×