რეზონანსი
29.11.2018

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, ის დაელოდება ცესკო-სა და სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებს.

„ეს არის ფუნდამენტური, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი და შესაბამისად, ჩვენც მხარს ვუჭერთ არჩევნებს. მე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი პროცესს თუ როგორ გამოხატავდნენ თავიანთ ნებას ქართველი ამომრჩევლები. დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებების შედეგებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას”, - აღნიშნა როს უილსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×