რეზონანსი
29.11.2018

 ინციდენტი მოხდა გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ, შვილმოკლული მამების აქციაზე უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. სამართალდამცავების მხრიდან, ინციდენტს მათი გაფრთხილება მოჰყვა, რამაც მცირე დაპირისპირება გამოიწვია:

„არ ვიცი ეს ხალხი ვინ იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ დროშებით და 48 წარწერის დროშებით მოძრაობდნენ მანქანებით. რაღაც რევანშის სახით გამოხატავენ, თითქოს ნიშნის მოგებით თუ რას აკეთებენ ვერ ვხვდები, მაგრამ ამ ტერიტორიას როგორც კი მოუახლოვდებიან ჩაივლიან სიგნალებით, მოტრიალდებიან და ამოივლიან სიგნალებით. ჩვენ აქ ვდგავართ ჩვენი შვილების მკვლელების დასასჯელად და არა რაღაც პოლიტიკური რაღაცებისთვის. გონს მოეგონ და აზრზე მოვიდნენ ცოტა და გააფრთხილონ თავიანთი აქტივისტები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×