რეზონანსი
29.11.2018

 ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მარტო ორ ქალაქში გაიმარჯვა.

თელავში ვაშაძეს 51.19% (16 644 ხმა) აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 48.81% (15 868 ხმა).

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ 51.51% (28 349 ხმა ) მოიპოვა რუსთავში, სალომე ზურაბიშვილს კი ამომრჩეველთა 48.81% -მა დაუჭირა მხარი (15 868 ხმა).

ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს ხმების 59.55%, ანუ 1 146 248 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 40.45% ანუ 778 464 ხმა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×