რეზონანსი
29.11.2018

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესული და დათვლილია 3587 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც საერთო რაოდენობის 97.11%-ია. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.6% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 1126706 ხმა.

ამავე მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 763909 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.4%-ია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არჩევნების საბოლოო შედეგი, რადგან დარჩენილია 118 უბნის შედეგი, რომელიც საბოლოო მონაცემებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის ათივე ოლქში სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად მოუგო კონკურენტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×