რეზონანსი
29.11.2018

 "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით კმაყოფილია და არსად წასვლას არ აპირებს.

"მე მიხარია ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გაფორმდა როგორც არალეგიტიმური. ხელისუფლების დელეგიტიმაცია იწვევს მის ცვლილებას და ეს ძალიან სწრაფი ამბავი იქნება იმიტომ, რომ შეუძლებელია, შენ გყავდეს 900 ათასი მოწინააღმდეგე და შენ გქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს წარმოუდგენელია. შევახსენებ ქართულ ოცნებას", რომ მან 2016 წელს კონსტიტუციური უმრავლესობა 830 ათასი ხმით მოიპოვა და გრიგოლ ვაშაძეს აქვს 900 ათასი ხმა. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი. კი არ მივდივარ ქოცებო, მოვდივარ, ახლა იწყება ჩემი მოსვლა" – თქვა ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×