რეზონანსი
28.11.2018

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საპრეზიდენტო არჩევნეს მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამ დოირსთვის დათვლილია 1181 უბანი, რაც მთლიანი რაოდენობის 32%-ს წარმოადგენს.

ამ დროისთვის დათვლილი უბნების შედეგების მიხედვიტ გრიგოლ ვაშაძეს ხმა მისცა 195305 ამომრჩეველმა, რაც წარმოადგენს 43%-ს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 262826-მა ამომრჩეველმა რაც 57%-ია.

თამარ ჟვანიას თქმით, ამ დროისთვის ცესკოში შესულია 289 საჩივარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×