რეზონანსი
28.11.2018

 მარნეულში სოფელ იმირში ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ დაპირისპირება მოხდა.  ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  დაპირისპირება 59-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემდეგ დაიწყო. ამ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა 6 ხმით მოიგო.

თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციის წარმომადგენლები შემაჯამებელი ოქმის ცესკოში წაღების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგან მათ კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ქსეროასლის გადაღების უფლება არ მისცა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×