რეზონანსი
28.11.2018

 ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი დანაშაულიდან რამდენიმე საათში თურქეთში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. 

„ქართველი სამართალდამცველების მიერ, მკვლელობის ფაქტიდან ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა. ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს.

დაკავებულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა უკვე განხორციელდა, ჯ.ა. ქართველ სამართალდამცველებს თურქმა კოლეგებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადასცეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×