რეზონანსი
28.11.2018

 ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ლეიბორისტულ პარტიას”, “შენების მოძრაობას” და “გირჩს” ღალატში ადანაშაულებს:

“ეგზიტპოლის კროსტაბულაციით, ლეიბორისტების, გირჩის და უსუფაშვილის ამომრჩეველმა ზურაბიშვილს მისცეს ხმა. ევროპულმა საქართველომ – მთლიანად გრიგოლ ვაშაძეს.

ზემოხსენებული სამი პარტიის მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ჯამში დაახლოებით იმდენივეა, რამდენითაც იგებს ჯერჯერობით ზურაბიშვილი.

ყოჩაღ სამივე პარტიას. გილოცავთ ქოცობას. მოღალატე სალომე თქვენი პრეზიდენტია. პრაქტიკულად, თქვენი ღალატის და ბიძინას ფულების კომბინაციამ გადაწყვიტა პრეზიდენტად ქვეყნის მოღალატის არჩევა. კარგია, გამოჩნდა აბანოში თეთრი და შავი ტრ...ი”, – წერს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×