საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან "ქართულ ოცნებას" და ოჯახს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომელმაც მხარი დამიჭირა, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია - პრინციპები და მთავარი მიზანი ცხოვრებაში. ეს მიზანი ჩემი კი არ არის, ეს არის ჩვენი ყველასი ერთიანი მიზანი, ძალიან მალე მივაღწევთ ამ მიზანს, თანამედროვე, განვითარებული და როგორც ვთქვი, ამ დილით გაღიმებული საქართველო", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.