რეზონანსი
28.11.2018

 პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარ ტელევიზიაში ჩართვისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ეგზიტპოლის შედეგებს არ აღიარებს და საზოგადოებას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ, ჯარს კი ბრძანებების შეუსრულებლობისკენ მოუწოდებს.

მმართველი გუნდის განცხადებით, ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ არეულობა და ქაოსია. ყველა გარფთხილდეს, რადგან ხელისუფლება ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობას არ დაუშვებს.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×