რეზონანსი
28.11.2018

ბიძინა ივანიშვილმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ 11-წუთიანი გამოსვლისას საზოგადოებას და „ოცნების" გუნდს მადლობა გადაუხადა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა, თუმცა არც ერთხელ არ უხსენებია მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი:

"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის, ესეთი შეგრძნებისა და რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, მეც რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში და მაქსიმუმს გავაკეთებს, რათა გავამართლოთ რაც დღეს ჩვენ მივიღეთ. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა, ხარვეზები რაც ჰქონდა მაქსიმალურად შეეცადა მოკლე დროში აღმოეფხვრა. აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და უახლოეს რამდენიმე წელწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×