რეზონანსი
28.11.2018

ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მადლობას უხდის. მან განცხადება ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

„პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მოქალაქეებს მისი დაპირებების შესრულება აღუთქვა. ივანიშვილმა მადლობა საკუთარ გუნდსაც გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×