რეზონანსი
28.11.2018

 ეგზიტპოლებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა:

"გამოცხადდა ეგზიტპოლი, 5 საათის მონაცემებით, ჯერჯერობით 55/45-ზეა. უმაღლეს პატივს ვუდასტურებთ "ედისონ რისერჩს" და "რუსთავი 2"-ს, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა 5 საათის შემდეგ. ვისი მობილიზაციაც შეეძლო ხელისუფლებას, მოახდინა ყველას მობილიზაცია. 

პირველია ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა, ეს არის მძლავრი ძალა, დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება და ამ არჩევნებით ქურდულმა "ოცნებამ" დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია. არ აქვს მნიშვნელობა რა უსულო საგანს შეიტანენ პრეზიდენტის სასახლეში, ამისთანა სირცხვილი საქართველოს ჯერ არ უნახავს“, - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×