რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ 17:00-ის მდგომარეობით აქტივობის მაჩვენებელი წარადგინა. ცესკოს მონაცემებით, ხმა უკვე მისცა საქართველოს 1,662,453-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 47.3%-ს შეადგენს. ეს მთლიანად პირველი ტურის აქტივობაზე ანუ, 46.7%-ზე 0.6%-ით მეტია. რაც შეეხება პირველი ტურის აქტივობას 17:00-ის მდგომარეობით ის 38% იყო.

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია და 50.1%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში - 37%.

დღეს საქართველო პრეზიდენტს პირდაპირი წესით უკანასკნელად ირჩევს. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა სიაში სულ 3,513,729 მოქალაქე არის რეგისტრირებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×