რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) ჩუმლაყის 19-ე საარჩევნო უბანზე სროლა იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს გაუხსნეს, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილი ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა.

მათი თქმით, 06- ის მარკის ავტომობილიდან მათთვის უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი მიმართულებით ისროლა. ფაქტი ოპოზიციის ავტომანქანის ვიდეო რეგისტრატორმა დააფიქსირა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ენმ-ში ამბობენ, რომ ხელისუფლება დაშინებას მათ და მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.

"პირველი რადიო" მომხდარის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეეცადა. უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×