(რეზონანსი) მოძრაობა ჯავახკის ლიდერი ვახაგან ჩახალიანი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველო გაათურქოს.
ჩახალიანის თქმით, მან შეადგინა სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ მალე თურქი ეროვნების მოსახლეობა საქართველოში ქართველ ერს რიცხობრივად გადააჭარბებს.
„მე შიში მაქვს, რომ 30 წელში საქართველო მიდის გათურქებუს გზაზე. თქვენ უნდა ნახოთ ფაქტები. თქვენ უნდა ნახოთ 10 წლის წინ, 2003 წელს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოში თურქების დაბადება როგორი იყო და ახლა, 2018 წელს რამდენია. მე ყოველწლიურად ვაკვირდები. თუ გავაკეთებთ "კარტას", სადაც წითელი იქნება თურქების მაჩვენებელი და მწვანე ქართველების, ნახავთ, რომ ყოველ წელს ეს წითელი ფერი სულ უფრო იმატებს და მწვანე ფერი უფრო ნაკლები ხდება. მე მაქვს რუკა გაკეთებული," -განაცხადა ვახაგან ჩახალიანმა "რუსთავი 2"-თან.