რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ელის. ამის თქმის საფუძველს მას ერთი ფაქტი აძლევს, რომლის შესახებას ფეისბუქზე წერს:

"არ ვიცი ვთქვა და შევცვალო არჩევნების ბედი, თუ არ ვთქვა. ყველაზე ნაღდი ეგზიტპოლი გავჩითე. ცოტა ხნის წინ მეგობარმა დამირეკა, აეროპორტში სანდრა რულოვსი შეხვდა, თავისი შვილით, (ნიკა ქვია მგონი იმ ბავშვს) სტამბულის რეისს ელოდებოდნენ - ახლა უკვე ჰაერში იქნებიან!

მალე მიშა ჩაგვერთვება ოჯახით ჰოლანდიიდან. მგონი, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია! შეგიძლიათ მიულოცოთ სალომე ზურაბიშვილს!", - წერს ახვლედიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×