რეზონანსი
28.11.2018

15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38,8%, რაც რაოდენობრივად არის 1 363 493 ამომრჩეველი, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა კვლავ აღემატება პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურზე 15:00 საათისთვის დაფიქსირებულ მონაცემს.

უფრო კონკრეტულად, მაშინ აქტივობამ შეადგინა 30,98%, რაც რაოდენობრივად იყო 1 085 730 ამომრჩეველი.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობით ამბროლაური გამოირჩევა 50.1%-ით, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში ფიქსირდება - 30,3%-ით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×