რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოკლულის ძმა მედიასთან კომენტარს აკეთებს. ჯუმბერ ცეცხლაძის ინფორმაციით, მისი ძმა საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ხმის მიცემის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ავტომობილში ესროლეს. ჯუმბერ ცეცხლაძე ამბობს, რომ მის ძმას სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა 4 ვაზნა ამოიღეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მომხდარი საარჩევნო პროცესებს არ უკავშირდება.

„რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა ამის გამო თუ მკვლელობას ჩაიდენდა, არ ვიცოდი. დამნაშავე ადგილობრივია. კონფლიქტის მიზეზს ვერ გეტყვი, თუმცა დიდი ხანია გრძელდება მათი დაპირისპირება, ადრე ახლო მეგობრები იყვნენ, ბოლოს რა მოხდა და რამ გამოიწვია მკვლელობა არ ვიცი",- განაცხადა ჯუმბერ ცეცხლაძემ.

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×