რეზონანსი
28.11.2018

 ქობულეთში მოკლული მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ მამია ცეცხლაძე საარჩევნო უბანზე იყო წასული ხმის მისაცემად, რის შემდეგაც ერთ-ერთ კაფეში წავიდა. შემდეგ კი ეს ინციდენტი მოხდა. 46 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მამაკაცი შემთხვევის დროს ავტომობილში იჯდა, დაჭრის შემდეგ კი ავტომობილმა მართვა დაკარგა და ავარიაში მოჰყვა.

„ჩაქვში იყო, ბარში იჯდნენ და იქიდან რა მოხდა ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩამოვიდა დააფიქსირა თავისი ხმა, ასე მგონია და მერე წავიდა“,- აცხადებს მოკლული მამაკაცის ძმა. მოკლული მამაკაცის რძლის თქმით, მამია ცეცხლაძის მკვლელობას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეს მკვლელობა შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×