
მომღერალი ბორის ბედიას რამდენიმე წელია საქართველოში გამართულ არც ერთ კონცერტში მიუღია მონაწილეობა, რადგან არავინ იწვევს. როგორც მომღერალი ჟურნალ აცხადებს, იძულებითი ტაიმაუტი აქვს აღებული. ეს ყველაფერი მის ფინანსურ მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახა.
"სამ წელზე მეტია არანაირ კონცერტში არ ვარ ჩართული. წუწუნი არ მიყვარს, მარამ ძალიან ცუდი სიტუაცია რომ არის, ყველა ვხვდებით. შოუბიზნესმა არათუ მიიძინა, არამედ აღარ არსებობს. ქვეყანაში, სადაც მომღერლების უმრავლესობას მენეჯერი და პროდიუსერი არ ჰყავს, საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო? შოუბიზნესმა დიდი ხანია რესტორნებში გადაინაცვლა.
ძალიან ცუდ დღეში ვარ. არც სახლი მაქვს, არც ბიზნესი, სამაგიეროდ, მქონდა ვალები. რაღაც პრობლემა იყო, ჩავარდნა მაქვს. ფინანსურად მთლიანად ჩემს ახლობლებზე ვარ დამოკიდებული. ხან ვისთან ვცხოვრობ, ხან - ვისთან. ზოგჯერ ბიძასთან მივდივარ, ზოგჯერ სხვა ახლობლებთან. უცხოეთში წასვლაზეც ვფიქრობ. თუ რაღაც გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით წავალ" - აცხადებს "სარკესთა" ბორის ბედია.