რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა. მოქალაქეების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მანქანიდან გადმოსვლის დროს მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ვაშაძემ იკითხა - „აა, ესენი ქოცები არიან", რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე უბნიდან გამოვიდა. ადგილზე მას ისევ დახვდნენ მოქალაქეები და მისი რეპლიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მოქალაქეების თქმით, მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რასაც შეიძლებოდა ვაშაძის გაღიზიანება გამოეწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×