რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) „სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლადაურის #18 საარჩევნო უბანიდან გასული გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ღუმელში შეაგდო.

„როგორც ჩვენ გვითხრეს, ამომრჩეველს გაუფუჭდა ბიულეტენი და ამის გამო შეაგდო ღუმელში, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა" - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების" რეგიონალურმა კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საარჩევნო პროცედურის თანახმად, გაფუჭებულ ბიულეტენს კუთხე უნდა ჩამოეჭრას და ცალკე უნდა მოხდეს მისი გადადება.

„გადასატანი ყუთის გატანის დროს, დამატებითი ბიულეტენებიც აქვთ, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას აძლევს ბიულეტენის დაზიანების შემთხვევაში, ახალი ბიულეტენი მიიღოს"-ამბობს მადონა ბერიძე.

 

batumelebi.netgazeti.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×