რეზონანსი
28.11.2018

 (რეზონანსი) ბალერინა ირმა ნიორაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ხმას ვერ მისცემ იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც მკვლელების შეწყალებასა და გარეთ გამოშვებას აპირებს.

მისი თქმით, დღევანდელი არჩევნები არ არის მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები, არამედ ეს ნიშნავს მოძალადე რეჟიმის პოლიტიკური არენიდან გაძევებას.

როგორც ხელოვან ადამიანს, არ მჩვევია რადიკალური განცხადებების კეთება, მაგრამ დღეს ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ვიდგე ჩემი ერის გვერდით, სხვანაირად არც ძალმიძს.

დღევანდელი არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის არჩევა, არამედ ეს არის ერთხელ და სამუდამოდ, მოძალადე, მკვლელი, მწამებელი რეჟიმის პოლიტიკური არენიდან გაძევება, ამას ნიშნავს დღევანდელი არჩევნები.

როცა ფეისბუქზე ვიხილე, თავისუფლების მოედანზე გამოსული ასიათასობით ადამიანი, მივხვდი, რომ იმ დღეს ისმოდა ჩემი ერის ღირსების ხმა, იმ ღირსების, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ", მკვლელების ძალამ წაართვა ჩემს ქართველ ერს.

მე, როგორც რიგით მოქალაქე ირმა ნიორაძეს, უღირსობად მიმაჩნია, დავივიწყო, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ აუპატიურებდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს, როგორ დახოცეს 160 ადამიანი. უღირსობად მიმაჩნია, დავივიწყო ირინა ენუქიძის აცრემლებული, აბღავლებული სახე, ქუჩა-ქუჩა რომ დადიოდა და ხალხს სთხოვდა, გამოდით, თორემ ესენი თქვენს შვილებსაც დახოცავენო. როგორ დავივიწყო, როგორ ფიქრობთ, რა სინდისით ვიცხოვრო, რა ნამუსით ვიცეკვო, ამას ვერასდროს დავივიწყებ და ერთადერთ ხმას ვერ მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც ამ მკვლელების შეწყალებას და გარეთ გამოშვებას აპირებს", - განაცხადა ირმა ნიორაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.

მეტრონომი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×