რეზონანსი
28.11.2018

 ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" კოორდინატორებს მადლობა გადაუხადა მობილიზაციისთვის და აღნიშნა, რომ ყველა კოორდინატორს აქვს უფლება თან ჰქონდეს სიები და ეს კანონდარღვევა არ არის.

„მინდა ჩვენს კოორდინატორებს მადლობა გადავუხადო მობილიზაციისთვის, ეს არის მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება აიღოს ოფიციალური საარჩევნო სიები, მათ შორის ფოტოსურათებით, კომისიიდან. პირად ნომრებზე არ ვამბობ. არის სიები, რომელიც აქვს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ძალიან გთხოვთ, „რუსთავი 2“-ს განსაკუთრებით, ნუ შექმნით ხელოვნურად აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში. ნუ შეეცდეებით ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში.

არის უამრავი სპეკულაცია, რითაც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველას მოგიწოდებთ, გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×