რეზონანსი
28.11.2018

 ტელეკომპანია “პირველის” “საქმის კურსის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს სახეში ჩაარტყეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველის” წამყვანები ლევან ცაიძე და დიანა ტრაპაიძე ავრცელებენ. თათია ჩაფიჩაძე გლდანში პირდაპირი ეთერის ჩართვას ცდილობდა, მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად, თუმცა, ჟურნალისტების ინფორმაციით, მას ამის საშუალება არ მიეცა. მათივე ცნობით, გლდანში სამარშუტო ტაქსების საშუალებით ხდება ამომრევლის მობილიზება, რომლის გადაღებასაც ჟურნალისტი ცდილობდა. ამ დროისთვის თათია ჩაფიჩაძეს ადგილზე პოლიცია ჰყავს გამოძახებული. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×