რეზონანსი
28.11.2018

 ბაღდათის საარჩევნო ოლქში, #12-ე საარჩევნო უბანზე, „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის" დამკვირვებელი გიგა გელხვიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორმა სცემა.

„ინციდენტის მიზეზი ვარ მე. ჩემი აქ ყოფნა არ მოსწონთ "ქართული ოცნების" წევრებს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, უბანი დავტოვე, რა დროსაც ჩემთან მოულოდნელად მოვიდა მმართველი პარტიის კოორდინატორი და შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დავრეკე საპატრულო პოლიციაში, რის გამოც ეს ქალბატონი გაბრაზდა, თმებში მწვდა და მცემა“, - განაცხადა გიგა გელხვიძემ.

"ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას მოიკვლევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×