რეზონანსი
28.11.2018

 ბა­კუ­რი­ან­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 25 წლის თორ­ნი­კე ინა­ტაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ყ­ვე­ბა, ინა­ტაშ­ვი­ლი იქ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გაყ­ვა­ნა­ზე მუ­შა­ობ­და, რა დრო­საც ერთ-ერთი შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და.

"ცოლი აგ­ვის­ტო­ში მო­იყ­ვა­ნა… თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბით ბა­კუ­რი­ან­ში იყო ჩა­სუ­ლი. წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­დან არის, იქ გა­და­ას­ვე­ნეს მისი ცხე­და­რიც" - ყ­ვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას ახ­ლო­ბე­ლი.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ თორ­ნი­კე ინა­ტაშ­ვილს მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" იხ­სე­ნე­ბენ:

"არ მჯე­რა, რომ ცო­ცხა­ლი აღარ ხარ, ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს, ყვე­ლა­ზე კარ­გე­ბი უფალს თა­ვის­თან რა­ტომ მი­ჰყავს!"

"თოკა, ჩემო ძმაო, არ ვიცი რო­გორ უნდა შე­გე­ლიო, გული მტკი­ვა შენს გამო. მე­ნატ­რე­ბი და მე­ნა­ნე­ბი მი­წის­თვის. რა უნდა ვუ­თხრათ შენს მშობ­ლებს, მე­უღ­ლეს, ძმას, რით ვუ­თა­ნაგ­რძნოთ? შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი სული, მიყ­ვარ­ხარ და ჩემი ძმა იქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის!“

"დიდი ხანი არ არის რაც გა­გი­ცა­ნი, მაგ­რამ ისე ვი­ყა­ვი შენ­თან თით­ქოს ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. სულ რა­ჭა­ზე გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ხოლ­მე. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ თოკო რამ­დე­ნად კარ­გი იყა­ვი. ხა­სი­ა­თი, ადა­მი­ა­ნო­ბა, პო­ზი­ტი­უ­რო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ქონ­დეს შენ­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი სულ იცი­ნო­დი და სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებ­დი ყვე­ლას".

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×