რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნებში კენჭს არ იყრიან, არჩევანი ფაქტობრივად მათ შორის კეთდება - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით Euronews-ი სტატიას აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წარდგენილია, აღნიშნული პარტია კი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი დაფუძნებულია, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაუსწრებლად არის გასამართლებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ არჩევნებში ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ საქართველოში დაბრუნებას შეეცდება.

„ვაშაძე დიდი ალბათობით სააკაშვილი პოლიტიკას გააგრძელებს, ნატო-სა და ევროკავშირისკენ კურსს, ასევე შეიწყალებს მოქმედი მთავრობის მიერ გასამართლებულ პირებს, ასევე სააკაშვილს. ეს მისთვის რისკის უდიდესი ელემენტია" - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს საკითხებში ექსპერტს, მაქს ფრასს.

სტატიის მიხედვით, არჩევნებში ფავორიტი ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილია, რომელიც სავარაუდოდ გაიმარჯვებს.

„მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი და უხეში გამონათქვამები. ზურაბიშვილისთვის დამახასიათებელია კომენტარები, რომელიც ყოველთვის არ შეესაბამება მთავრობის პოლიტიკას. ზურაბიშვილი სავარაუდოდ მოიგებს და შესაძლოა, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი მარგველაშვილია", - აცხადებს მაქს ფრასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×