რეზონანსი
27.11.2018

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის შესახებ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას აზუსტებს. ინფორმაციას "აიპიენი" ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა შესწორება შეიტანა წინა დღით დამტკიცებულ გადაწყვეტილებაში, საომარი მდგომარეობის შესახებ და ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ აღნიშნული მდგომარეობა 60-დან 30 დღე-ღამემდე გაგრძელდება. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 დეკემბრის 14:00 საათამდე გასტანს.

იმის შესახებ, რომ საომარი მდომარეობა იმოქმედებს მხოლოდ 10 ოლქში, პრეზიდენტის ახალ ბრძანებაში არაფერია ნათქვამი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×